ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, ონში კახაბერის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

by magda

20.07.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად კახაბერის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათგან პრიორიტეტული და პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია და ისაუბრა მუნიციპალიტეში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქუჩების რეაბილიტაციის მნიშვმელობაზე,ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიუსაფარი ძაღლების პრობლემას.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content