8
მიმდინარე წლის 7 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან , სივრცითი მოწყობის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „დიოკნისი“, შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“ , შპს „პირამიდა“, შპს “ ფარაონი “, შპს „ კ და გ“, შპს „ხიდეშელი 2017“- ის წარმომადგენლებთან, ი/მ ეკატერინე ციხისელსა და ი/მ ჯუმბერ კობერიძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამუშაო პროცეში გამოკვეთილი ხარვეზები და სხვა საყურადღებო საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.