ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

17.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, CEMR-ში ეროვნულ კოორდინატორს, გენდერის ექსპერტს ნათია ღვინაშვილს და ექსპერტს – ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, შორენა კოჭლამაზაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებს, პროექტის დეტალები და საკონკურსო პირობები გააცნეს.
პროექტის განხილვის შემდეგ, მხარეებმა ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადების თარიღსა და ვადებზე, ასევე, ინფორმაციის გავრცელების ფორმებზეც იმსჯელეს.
ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კონკურსი 15 ივნისს გამოცხადდება, რომელშიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, 18 წელს მიღწეულ ყველა ქალს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე საგრანტო კონკურსი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content