ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტრული ერთეულების ხელმძღვანელებთან

by magda

15.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტრული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად სასიკეთოდ აისახება მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.
სამსახურების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობებზე.
მერმა დეტალურად გაიარა ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესი,რომელიც გულისხმობს განცხადებების და კორესპოდენციების მიღების განახლებულ წესს და უზრუნველყოფს საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას , სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content