ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

by magda

11.06.2021წ.

მიმდინარე წლის 11 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა, რომლის თავმჯდომარეა ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე.
საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს კანონით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მდგომარეობა სხვა ქალებთან თანასწორად.
მომხსენებელი მაგდანა მაისურაძე- მერიის ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი
2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა საქართველოს კანონის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად
მომხსენებელი მარიამ რაზმაძე – მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი
3. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და სსსსმ ბავშვთა ინკლუზიური განათლებისათვის გაწეული მუშაობის შესახებ
მომხსენებელი – მანანა ჩაგელიშვილი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი
სხდომაზე საინტერესო წინადადებები დააყენა კომისიის წევრმა ვეფხვია გუგეშაშვილმა, კომისია, სამომავლოდ, ამ წინადადებების შესაბამისად, ახალგაზრდა შშმ პირთათვის აუცილებლად დაგეგმავს აქტივობებს.
განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე დამყარდება კონტროლი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content