12
09.06.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
9 ივნისს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, სერგი ხიდეშელთან და მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემურ საკითებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.
გიორგი მაქარაშვილის განცხადებით პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა შედგეს შესაბამის გეგმა გრაფიკები და წინასწარ გაწერილი პრიორიტეტული საკითხების მიხედვით მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
ყურადღება გამახვილდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე,სარგო ხიდეშელის განცხადებით მოხდება მიმდინარე პროექტების ვადებისა და შესრულების ხარისხის უმკაცრესი კონტროლი,რათა თითოეული პროექტის შედეგი იყოს მაქსიმალურად მისაღები და ეფექტური.