ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილეებთან ერთად, პროექტის – ‘’გრეტა/მწვანე ეკონომიკა, მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)’’ მენეჯერს ირაკლი კუციასა და ჯგუფის ხელმძღვანელს – სიგრუნ ანდრესდოტირს შეხვდა

02.06.2021წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილეებთან ერთად, პროექტის – ‘’გრეტა/მწვანე ეკონომიკა, მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)’’ მენეჯერს ირაკლი კუციასა და ჯგუფის ხელმძღვანელს – სიგრუნ ანდრესდოტირს შეხვდა.
აღნიშნული პროექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებისას გამოვლენილ პრობლემებზე, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროექტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ორგანიზატორების მხრიდან საჭიროა, საზოგადოებასთან მაქსიმალურად სწორი და დროული კომუნიკაცია, რათა სრული ინფორმაცია მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც პროექტი რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა