112
02.06.2021წ.
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილეებთან ერთად, პროექტის – ‘’გრეტა/მწვანე ეკონომიკა, მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)’’ მენეჯერს ირაკლი კუციასა და ჯგუფის ხელმძღვანელს – სიგრუნ ანდრესდოტირს შეხვდა.
აღნიშნული პროექტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებისას გამოვლენილ პრობლემებზე, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროექტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ორგანიზატორების მხრიდან საჭიროა, საზოგადოებასთან მაქსიმალურად სწორი და დროული კომუნიკაცია, რათა სრული ინფორმაცია მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც პროექტი რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.