ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

28.05.2021წ.

.
28 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად,, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „იერი“, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს „ ცოტნე“, შპს „ორვო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ კაპიტელი“ ამხანაგობა „ დელტამშენი“ და შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content