ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

21.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
21 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „იერი“, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს „ ევრო ტექნიკში“, შპს „რაჭა 2005“,შპს „ ონის სერვის ჯგუფი“, შპს „ ცოტნე“, შპს „ ორვო“ , შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ მპტ“ , შპს „ ამბროლაურიგზა 10“ და ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა