ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

14.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა .
14 აპრილს, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების საკითხს.
ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ყველა ადმინისტრაციულ ერთულში ფაროსანას გავრცელების პრევენციისთვის განთავსდება ფერომონები, მოხდება მასშტაბების დადგენა და წერტილოვანი შეწამვლები . უკიდურეს შემთხვევაში კი ღამით განხორციელდება თერმული ნისლით შეწამვლა, რის შესახებაც მეფუტკრეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა