27
26.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
26 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, , შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი” , შპს „ ორვო“, შპს „ რაჭა 2005“, შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე, ასევე ისაუბრეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე , ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები