39
19.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
19 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ , მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, , შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინი” , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციის, საყრდენი კედლების მოწყობის, ხიდების მშენებლობის, მდინარეების კალაპოტის წმენდის, ნაპირსამაგრების, სანიაღვრე სისტემების მოწყობის შესახებ, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხზე , დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.