ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

12.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
12 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ რაჭა 2005“, შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ მპტ“, შპს „ დელტმშენი’’ და შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციის, საყრდენი კედლების მოწყობის, ხიდების მშენებლობის, მდინარეების კალაპოტის წმენდის, ნაპირსამაგრების, სანიაღვრე სისტემების მოწყობის შესახებ, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხზე , დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content