ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

05.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
5 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ ,მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ჯეი ემ კომპანი’, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს „ონის სერვის ჯგუფი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ რაჭა 2005“, ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content