ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

29.01.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
29 იანვარს , ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ ,მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ჯეი ემ კომპანი’, შპს „ ამს ტექნიკა“, შპს „ონის სერვის ჯგუფი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” ,შპს „ სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან.
 შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც აქტიურად მომდევნო კვირიდან დაიწყება, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეწარმეებს მიეცა განმარტება, რომ გეგმა – გრაფიკთან ჩამორჩენის შემთხვევაში განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content