ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

19.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
28 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან ერთად ,დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი საკადრო ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველა სამინისტროს, უწყებებს, მათ წარმომადგენლებს , თითოეულ კომპანიას ,სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილ საგანგებო შტაბს, მეზობელ მუნიციპალიტეტებს, მოხალისეებს და თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში ,თავიანთი შრომით დადგნენ მუნიციპალიტეტის და დაზარალებულთა გვერდით, ერთად დგომის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ვადაზე ადრე დასრულდა,,
წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის და სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო და აუცილებელი საკითხები, ისაუბრეს მიწის რეგისტრაციის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობის, ტყეკაფამდე მისასველი გზის რეაბილიტციის , სოციალური ჭრების და თბობის სეზონისთვის დროული მზადების, ქალაქში სანიაღვრე არხების წმენდის და ქუჩების გადარეცხვის შესახებ , ღებსა და ჭიორაში საჯარო სკოლების , სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების მოწესრიგების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა საჭირო ინფორმაცია: ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მობრძანდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც პასუხისმგებელი პირი მათ დაეხმარება , სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად გაიარონ საჭირო რეგისტრაცია,
აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content