ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

20.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
20 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური თემები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტებთან დაკავშირებით, ასევე მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, შეხვედრაზე შეხვედრაზე განიხილეს აგვისტოს თვეში დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის „ ონელობა 2020“ ჩატარების საკითხი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content