ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა

06.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე , ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომის თავმჯდომარე გიორგი მაქარაშვილი .
სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
შეხვედრაზე დაიგეგმა აგვისტოს თვის ბოლოს, 2020- 2021 წლების სამოქმედო გეგმის წარმოდგენა და მოწონების შემთხვევაში დამტკიცება.
გიორგი მაქარაშვილის განცხადებით ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა