ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

29.06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
29 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ ყურადღება გაამახვილა შრომითი დისციპლინისა და შრომითი სამართლის წესების შესახებ, რომელთა დაცვაც ყველა საჯარო მოხელესთვის სავალდებულოა, რადგან ზრდის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობას, საქმის წარმოების ეფექტურობას და შრომის პროდუქტიულობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ- ეკომომიკურ მდგომარეობას. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content