35
17.06.2020წ.
17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოინახულა ონის ისტორიული სინაგოგა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შეხვდნენ ონის ებრაული თემის წარმომადგენელს, სინაგოგის მცველს, ბატონ სიმონ შიმშილაშვილს. განხილულ იქნა ონის ებრაული კვარტლის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა სინაგოგის უდიდეს მნიშვნელობას ონში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით.
მიღწეულ იქნა შეთანხმება, ონის სინაგოგის მონახულებისა და მოლოცვის წესებთან და საათებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე