08.06.2020წ.
8 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 15 ივნისისათვის შიდა ტურისტების მისაღებად მუნიციპალიტეტის მზაობას, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენების მიზნით ღონისძიებათა სისტემატიზაციის საკითხს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტუალური საკითხები. სამსახურების ხელმძღვანელებმა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. განიხილეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.