ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

13.05.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
13 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას დაეთმო.
წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს მითითებები, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი საქმიანობა ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content