ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე მოხალისეები, სოფლის ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ

by magda

28.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე მოხალისეები, სოფლის ექიმები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ სოფლის ექიმებს, საკრებულოს დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინიციატივისა და დავალების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ოჯახის საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვადასხვა პრობლემური საკითების დროულად იდენტიფიკაციისთვის ინდივიდუალურად ყველა ოჯახში მისვლას გულისხმობს.

შეიქმნა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დავალებაზე დროულად რეაგირების მიზნით სოფლის ექიმების, მოხალისეების, მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების შემოვლა ოჯახებში დღეიდან დაიწყება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content