ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“, შპს „ონის სერვის ცენტრი“, ფირმა „ იმედი“ და ამხანაგობა „ კახაბერი 7“ წარმომადგენლებთან

by magda

06.03.2020წ.

მიმდინარე წლის 6 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“, შპს „ონის სერვის ცენტრი“, ფირმა „ იმედი“ და ამხანაგობა „ კახაბერი 7“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების, კახაბერის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მოწყობის საკითხები, ისაუბრეს სოფელ სორსა და ქვემო ბარში წყალსადენის რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content