6
მიმდინარე წლის 7 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის- მერმა ემზარ საბანაძემ, სოფელ ბარსა და მრავალძალთან მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მდგომარეობა მოინახულა, გაესაუბრა ადგილობრივ მოზამთრე მოსახლეობას. მიუხედავად უხვი ნალექისა, სოფლის გზები გამავალია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოები მერის პირად კონტროლზეა აყვანილი.