ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

by magda

25.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან ერთად სპორტკომპლექსის შენობა და კულტურის სახლი დაათვალიერა.

მერი გაეცნო ადგილზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის სპორტული კომპლექსი მზადაა, ექსპლოატაციისათვის, კულტურის სახლი კი რეაბილიტაციას საჭიროებს.

მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი კვირის ვადაში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

ანალოგიური აქტივობები ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content