ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ქალაქ ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

by magda

24.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად ქალაქ ონში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს შპს “ფირმა იმედი” ასრულებს და ღირებულება 143 777 ლარს შეადგენს. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამუშაოების დასრულების ვადა 30 ივლისია.

ამ დროისთვის სამუშაოები ხარისიხისა და ვადების დაცვით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი მერის პირად კონტროლზეა აყვანილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content