ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

24.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში მერმა ხაზგასმით ისაუბრა მერიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოსული კორესპოდენციების კონტროლსა და დროულ რეაგირებაზე.

სამსახურის უფროსებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

დაიგეგმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტებზე მუშაობის ახალი ეტაპი, რომელიც შემსრულებელი მეწარმეების შერჩევას და სამუშაოების დაკონტრაქტებას მოიცავს.

მერის პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უნდა შეიქმნას მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგულარულად გააკონტროლებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ემზარ საბანაძის განცხადებით, მიმდინარე წელი გასულ წლებათან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, შესაბამისად სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა თითოეული სამსახურის და სამსახურში შემავალი თითოეული რგოლის მაქსიმალური მონდომება და საქმისადმი უღალატო მიდგომა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content