ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

17.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელთა განხორციელება ონის მუნიციპალიტეტში 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის არაჯეროვნად შესრულებაზე და ხარვეზების გამოსწორებაზე გაამახვილა ყურადღება, მან სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content