06.02.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ემზარ საბანაძის თავმჯდომარეობით “ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს” სხდომა გაიმართა.
სხდომაზე “ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების საკითხი განიხილეს.
გეგმის მიხედვით დამტკიცებული რიგი საკითხები შესრულებულია, ნაწილი კი წლის მანძილზე განხორციელდება.
“ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს” წევრმა, შშმ პირმა ვეფხო გუგეშაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერს ემზარ საბანაძეს მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის.
მისი თქმით, “ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სრულფასოვნად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და ისინი პრობლემური საკითხების დროს მუდამ გრძნობენ მერის მხარდაჭერას”.
მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ინიციატივით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის წელსაც იგეგმება რიგი ღონისძიებები, რათა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.