56
27.07.2019
27 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში სსიპ ჩრდილების სახელწიფო თეატრმა “აფხაზეთი” ხელის ჩრდილების თეატრი ” წელიწადის ოთხი დრო “გამართა .
სპექტაკლი დათვის ბელის გამოღვიძებას, მის გაზაფხულიდან ზამთრამდე თავგადასავალს გადმოგვცემდა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გელა კანდელაკი.
კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე.
წარმოდგენას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის სსიპ ჩრდილების სახელწიფო თეატრს “აფხაზეთი” სტუმრობისთვის და შესანიშნავი წარმოდგენისთვის.