ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურული საღამო ,, შენ უკვდავების ხარ ბინადარი”

by magda

ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია, ვანის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის და ლიტერატურული გაერთიანება “პარნასის” ხელმძღვანელებთან და ბავშვებთან ერთად

2019 წლის 3 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურული საღამო ,, შენ უკვდავების ხარ ბინადარი”. ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია, ვანის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის და ლიტერატურული გაერთიანება “პარნასის” ხელმძღვანელებთან და ბავშვებთან ერთად.
ლიტერატურულ საღამოზე ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკისა და სოფელ ღარის ლიტერატურული წრის წევრებმა სტუმრებთნ ერთად წარმოადგინეს კომპოზიცია , რომელიც შექმნილი იყო გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებას მიხედვით.
პოეტმა ანა ერისთვმა წაიკითხა გალაკტიონისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში, კერძოდ მოზარდებში პოეზიის და სამშობლოს სიყვარულის გაღვივებას გრძელდება, ეტაპობრივდ მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ბოლოს გალაკტიონის დაბადების დღეს, ნოემბერში, პოეტის მშობლიურ სოფელში დასრულდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content