ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

by magda

09.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფ. კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა ადგილზე მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები.
პროექტი გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას, მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ამბროლაურის ავტოგზა 10“ ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 400 000 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content