ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

25.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ნაკიეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სოფელ მაჟიეთში სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ნაკიეთში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია ი/მ ფ.ორდინიძემ შეასრულა, ხოლო სოფელ მაჟიეთში სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ი/მ ლევან გუგეშაშვილის მიერ შესრულდა, ორივე სოფელში სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო სახელმწიფოს მიერ.
სერგი ხიდეშელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული პროექტების მონიტორინგს კვლავ აქტიურად განაგრძობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content