ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

by magda

30.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დღეს გაიწმინდა უწერის, ჟამიერეთის, ნიგავზების და ფარავნეშის როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე შიდა საუბნო გზები,
30 იანვარს, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content