21
თათბირზე განიხილეს სოფ.უწერაში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები
მიმდინარე წლის 16 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, საგანგებო შეხვედრა გამართა შ.პ.ს „ევროტექნიქსის“ და სავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის წარმომადგენლებთან.
თათბირზე განიხილეს სოფ.უწერაში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები,
რის გამოც კონტრაქტორ კომპანიას მიეცა კონკრეტული მითითებები ხარვეზების გამოსასწორებლად.