ონის მერმა,ემზარ საბანაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობის ვადები და პროექტის კორექტირების აუცილებლობის საკითხი

მიმდინარე წლის 25 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ჭალასა და სოფელ ქვედრულაში მდინარეებზე (ჭალურა,ქვედრულა)სახიდე გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით ,გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შემსრულებელი კომპანიის შპს“რაჭა2005“ის ,პროექტის ავტორის შპს“ გეომეფის“ და შპს“ექსპერტიზა ,მშენებლობა,დიზაინის“ სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველებთან ერთად.
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობის ვადები და პროექტის კორექტირების აუცილებლობის საკითხი.
პროექტის დასრულების ვადა : მდინარე ჭალურაზე 2019 წლის 5 სექტემბერი ხოლო მდინარე ქვედრულაზე 2019 წლის 10 აგვისტო.
დღეის მდგომარეობით სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა არ შეინიშნება ,მეწარმის მიმართ შენიშვნები არ გამოკვეთილა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content