11
31.10.2023წ.
ონის „ეტალონი მოსწავლე“ უწერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, სალომე გობეჯიშვილი გახდა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, სახალხო ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2023“ დაიმართა.
დისტანციური კონკურსის ეტალონი მოსწავლე, 75 ქულით, უწერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, სალომე გობეჯიშვილი გახდა.
ვულოცავთ სალომეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ კონკურსში.
იხილეთ მე-2 ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგი.
აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა კონკურსში თანაბარი 75-75 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებულს ამისთვის ყველაზე ნაკლები დრო 2 წუთი და 47 ჯამი დასჭირდა, მეორე ადგილზე გასულს 4 წუთი და 16 წამი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 4 წუთი და 25 წამი.