7
25.12.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან – გია ბენდიანიშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დასრულებული სამუშაოები.
სოფ. შარდომეთში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები ღირებულება – 540 442 ლარი.
სოფ. კვაშხიეთი შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ღირებულება – 147 845 ლარი.
სოფ. სევა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ღირებულება – 149 251 ლარი.
აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.