ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ბიბლიოთეკის და უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა

01.07.2020წ.

1 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსთან მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ბიბლიოთეკის და უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ჩიკვაიძემ თითოეული სამსახურის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისაუბრეს არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და მომავალი გეგმების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც აღნიშნული ა(ა)იპ სამსახურებია განთავსებულიდა გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა