38
24.12.2019წ.
სასიხარულო ინფორმაცია!
22 დეკემბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა შოთა ლომიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე მოხდა საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევა .
შეჯიბრში მონაწილებას იღებდა ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბუხრაშვილი, რომელმაც დაიკავა მესამე ადგილი და საქართველოს ნაკრების წევრად იქნა აყვანილი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკოლოზ ბუხრაშვილს, მის მწვრთნელებს ტარიელ ბერელიძეს და პაპუნა გძელიშვილს გამარჯვებას. უსურვებს მათ მრავალ წარმატებას სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.