23
4 ივლისს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილემ- გიორგი გონაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ სოფელ ხირხონისში კირქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს,
მოინახულეს სოფელ სომიწოსა და ქრისტესში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ ხირხონისსა და კომანდელში კირქვის კარიერზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში წარმოებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიისა და გუბერნიის მკაცრ კონტროლზეა აყვანილი, ადგილზე ეტაპობრივად ხდება სამუშაო პროცესში დაშვებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორება.