მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ შექმნა სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად

by magda

ჯგუფის საქმიანობის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და პრიორიტეტული პროექტების შესახებ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს ორგანული კანონის“ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ შექმნა სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.
ჯგუფის საქმიანობის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და პრიორიტეტული პროექტების შესახებ რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება .
მიმდინარე წლის 30 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები .
შეხვედრაზე დადგა საკითხი საბჭოს მხრიდან პრიორიტეტული პროექტების წარდგენის თაობაზე, რომელთა დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები და სამომავლო გეგმები.

ონის მუნიციპალიტეტის “პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის ” შემადგენლობა:
ემზარ საბანაძე – ონის მუნიციპალიტეტის მერი-ჯგუფის თავჯდომარე .
თინათინ ბროლაშვილი-მდივანი.
ცისანა გოგლიძე -კოორდინატორი .
ჯგუფის წევრები: ეკა მაისურაძე, თამარ ლობჯანიძე, ირინა გობეჯიშვილი, თეიმურაზ გრძელიშვილი, მანანა ჩაგელიშვილი, დავით ლებანიძე, დავით ჩიხრაძე, ბაჩანა მარკოიშვილი, სერგო ლობჯანიძე, გივი მეტრეველი, ვანო ბაღაშვილი, სონია გუგეშაშვილი და გიორგი მარკოიშვილი.ონის მუნიციპალიტეტის “სამოქალაქო მრჩეველთა“
საბჭოს შემადგენლობა:
იმედა მეშვილდიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
ნაზიბროლა გავაშელიშვილი – „სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“ – წარმომადგენელი ;
რევაზ რაზმაძე – ინდ მეწარმე – წარმომადგენელი ;
თეიმურაზ გობეჯიშვილი – ექიმი- ქირურგი;
ისმაილ ამშიკაშვილი – ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი;
რაინდი მეტრეველი – ინდ. მეწარმე;
ალექსანდრე ჯაფარიძე – ახალგაზრდების წარმომადგენელი;
დალი რაზმაძე – სიმონ სხირტლაძის სახელობის ქ. ონის საჯარო სკოლის დირექტორი;
პავლე გოგშელიძე – ინდ მეწარმე;
ელზა ბერიშვილი – მოქალაქე;

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content