მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სოფ. კვაშხიეთში (მენაბდეების უბანში) შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა

by magda

18.11.2022წ.

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სოფ. კვაშხიეთში (მენაბდეების უბანში) შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
პროექტი გულისხმობს სოფ. კვაშხიეთში (მენაბდეების უბანში) 2093 გრძ. მეტრი გზის მონაკვეთის დაპროფილებას ქვიშა-ხრეშის დამატებით. ასევე, საფუძვლის მოწყობას ფრაქციული ღორღით და გზის ნაპირზე ანაკრები რკინა-ბეტონის ღია არხის მოწყობას.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯეო გრუპი“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 240 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. მისი დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზანია მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ასევე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროული და შედეგზე ორიენტირებული რეაგირება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content