მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

04.09.2024წ.

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.
მთავრობის მეთაურმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რაჭის განვითარებისთვის.
„მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის, განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე არის მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე განვითარება. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებასა და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.