33
02.11.2020წ.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში მიღებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა – 120 დოზა.
2, 3, და 4 ნოემბერს ჩატარდება ვაქცინაცია.
გთხოვთ, მიბრძანდეთ!
წარმოგიდგენთ ამონარიდს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება #06 – 199/ო, თუ ამ ეტაპზე ვის შეეხება ვაქცინაცია.
1. 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური
პრიორიტეტული ჯგუფები:
ა) სპეციფიკური ქრონიკულ ი დარღვევების მქონეთაგან:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირებ ი;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი
პერსონალი;
ბ.ბ) ორსულე ბი;
გ) ‘’სავალდებუ ლო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების
თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ – 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო
იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რე ზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროს ი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგ ები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ას ისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერს ონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ
პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიც ინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი
დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
გ.ბ.) ვეტერინარ იასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერ მების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა დ ა განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრ ო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი,
რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პე რსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნ ალო დაწესებულება.
2. გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების გარდა, ვაქცინაციას დაექვემდებაროს, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები), სსიპ – ლ.საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (შემდგომში –
ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლები (მათი ოჯახის
წევრები) და დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ცენტრის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე პირები.”
ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი