0
31/07/2026
მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №14 განკარგულებით დამტკიცებული, „ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ კორექტირების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სორტუანის დასახლებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს/კ 88.13.26.416) 500.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირისათვის — გიორგი მეტრევლისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლით, 2 (ორი) თვის ვადით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
3. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის N5 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ 2025 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დამტკიცების თაობაზე.
