მიმდინარე წლის 28 იანვარს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი

by magda

28.01.2026წ

მიმდინარე წლის 28 იანვარს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.
4. „ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N 18 დადგეწილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელებაზე დელეგირების შესახებ 2025 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე.
6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
9. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2025 წლის ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან ასანაზღაურებელი თანხის შესახებ.
10. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content