მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

by magda

26/02/2025

მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის ,პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
5. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ
6. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქალაქ ონში აღმაშენებლის ქ.N10-ში (ს/კ18.18.24.240) მდებარე უძრავი ქონებისა და ინვენტარის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საკითხის შეთანხმების შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ხუთ პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ გაწეული მუშაობის და პრობლემების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content